USD | 2.74 | 0.00% |
EUR | 2.98 | –0.02% |
პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია ლაშა ტალახაძემ, შოთა მიშველიძემ და ირაკლი ჩხეიძემ მიიღეს. საერთაშორისო ფედერაციამ შესაბამისი დამადასტურებელი წერილი გაუგზავნა საქართველოს ძალოსნობის ფედერაციას. ჩვენი სპორტსმენები ძალოსანთა ათეულში მოხვდნენ. პირველი ადგილი ლაშა ტალახაძემ დაიკავა, მეშვიდე შოთა მიშველიძემ, მეცხრე კი ირაკლი ჩხეიძემ.
მიიღებს თუ არა მონაწილეობას ძალოსანი ანასტასია გოტფრიდი ოლიმპიადაში, თამაშების დაწყებამდე ორი კვირით ადრე გახდება ცნობილი.
თამაშებში მომავალი მონაწილეების შესარჩევი შესარჩევი შეჯიბრებები 23 ივნისს დასრულდება.
ზაფხულის ოლიმპიური თამაშები პარიზში 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. მასში მონაწილეობას 206 ქვეყნის 10,5 ათასი სპორტსმენი მიიღებს.
კომენტარის დატოვება