ვალუტის ოფიციალური კურსი
Таблица обменных курсов
USD2.730.00%
Таблица обменных курсов
EUR2.88+0.36%

მზადდება ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრი

7 აგვისტო, 2024

ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პროგრამის ფარგლებში თბილისის მერია დააფინანსებს კვლევას ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრის შესაქმნელად. დონორთა ბანკში მოსახვედრად და შესაბამისი პროცედურების გასავლელად მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ დედაქალაქის მერიას საჭირო საბუთების წარდგენით.

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ დონორთა ბანკის შექმნაში ჩართულია ძვლის ტვინის დონორთა მსოფლიო ორგანიზაციაც. წინა წელს მისი წარმომადგენლები საქართველოში ჩამოვიდნენ ჯანდაცვის სამინისტროში პროგრამული საკითხების განსახილველად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.