გასტრონომიული გზამკვლევის TasteAtlas-ის ვერსიით, 100 მსოფლიოს საუკეთესო ღვინის ჯიშის სიაში ქართული საფერავი მეორე ადგილზეა. გარდა ამისა, რეიტინგში მოხვდა კიდევ ორი ქართული ყურძნის ჯიში. მსოფლიოში ერთ-ერთმა უძველესმა ყურძნის ჯიშმა რქაწითელმა 47-ე ადგილი დაიკავა, ქართლის წითელმა თავკვერმა კი – 73-ე ადგილი.
სტატიაში აღნიშნულია, რომ საფერავი არის ქართული წითელი ყურძნის მდგრადი ჯიში კახეთის აღმოსავლეთი რეგიონიდან. მისგან აწარმოებენ მუქ ბროწეულისფერ ზომიერი სხეულის ღვინოებს, მწიფე წითელი კენკრის არომატითა და სასიამოვნო სიმჟავით. ეს უნივერსალური ღვინოები უხდება სხვადასხვა კერძებს.
კომენტარის დატოვება