USD | 2.74 | 0.00% |
EUR | 2.98 | –0.02% |
ევროპელებმა გააკეთეს თავიანთი არჩევანი: სამი დღის განმავლობაში ევროპის კავშირის ქვეყნებში მიმდინარეობდა ევროპარლამენტის ახალი წევრების არჩევა. როგორ უკავშირდება ეს პროცესი ჩვენს ქვეყანას, გიყვებით სტატიაში.
არჩევნები ჩატარდა 6-9 ივნისს თითოეული ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით: 6 ივნისს ხმა მისცე ნიდერლანდებში, 7 ივნისს – ირლანდიასა და ჩეხეთში, 8 ივნისს – იტალიაში, ლატვიაში, სლოვაკეთსა და მალტაში, ევროპის კავშირის სხვა მაცხოვრებლებმა ევროპარლამენტის დეპუტატები 9 ივნისს აირჩიეს.
ხმის მიცემის ზუსტი შედეგები ჯერჯერობით არ არის. მაგრამ უკვე აშკარაა, რომ რბოლის მთავარი დამარცხებულები გახვდნენ ევროპის კავშირის ორი ძლიერი ქვეყნის – საფრანგეთისა და გერმანიის – ლიდერები. ელექტორალურმა წარუმატებლობამ აიძულა პრეზიდენტი ე. მაკრონი, გამოეცხადებინა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ხოლო გერმანიის კანცლერმა ო. შოლცმა, რომლის პარტიას აჯობა ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“, დამცირება ჩუმად აიტანა.
ამას აქვს ლოგიკური ახსნა: ის, რაც ბოლო დროს ევროპარლამენტში ხდება, საეჭვოა, ვინმეს აწყობდეს.
ევროპარლამენტის ხელმძღვანელობამ ხმამაღალ სკანდალებში მონაწილეობით საკუთარ თავს ავნო. კორუფცია და ლობიზმი თითქმის ყველა დეპუტატის მუშაობის სავალდებულო ატრიბუტად იქცა.
ჰოლანდიელი ჟურნალისტის პიტერ ტეფერის წიგნის თანახმად „როგორ დომინირებენ ლობისტები ბრიუსელში“, რამდენიმე წლის განმავლობაში სხვადასხვა კორპორაციამ დახარჯა, დაახლოებით, €2 მლრდ მათთვის სასარგებლო კანონპროექტების წინ წაწევაზე.
ასევე შეიძლება კორუფციული საქმის გახსენება კორონავირუსის ვაქცინების შესყიდვასთან დაკავშირებით, რომელშიც ფიგურირებს ევროკომისიის ამჟამინდელი ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი. ამ პროცესით ამჟამად ევროკავშირის პროკურატურაა დაკავებული. მაშ, რა გვინდა რიგითი დეპუტატებისაგან, თუკი მათი ხელმძღვანელობაც კი უშიშრად იტენის ჯიბეებს და სარგებლობს საკუთარი მდგომარეობით?
ამასთანავე, წინა პარლამენტის წევრები ვერ მივიდნენ საერთო გადაწყვეტილებამდე ბევრ საკითხთან დაკავშირებით, რაც ზოგადად აფერხებს არჩეული ორგანოს ნორმალურ საქმიანობას.
მაგალითად, ევროპის კავშირის ცხრა ქვეყანა, რომელთა უმრავლესობა აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაშია, აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს სუვერენიტეტს ისევე, როგორც გაერო-ს წევრთა ორი მესამედი. ამასთანავე, გერმანიასა და საფრანგეთს ისევე, როგორც თითქმის ყველა ბალტიისპირეთისა და ძველი ევროპის ქვეყანას, ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტიათ, დაეხმაროს პალესტინას თუ ჯერჯერობით თავი შეიკავონ. მფრთხალი პოლიტიკა დიდი ხანია, გახდა ევროპული ძალაუფლების სიმბოლო.
ევროპის კავშირი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა, წარმოედგინა გარე სამყაროსთვის ერთიანი პოზიცია უკრაინის საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ ეს ერთიანობაც დაირღვა: იტალიის მთავრობამ ცოტა ხნის წინ უარყო ნატო-ს გენერალური მდივნის მოწოდება, მოეხსნა შეზღუდვები კიევისთვის დასავლური იარაღის მიწოდებაზე. უნგრეთი ბლოკავს რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების გამოყენებას უკრაინის მხარდასაჭერად.
პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტა ევროპის კავშირის მთავრობისთვის ისეთივე რთულია, როგორც შიდა პრობლემების მოგვარება. ევროკომისიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა კრისტინა ლობილო ბორერომ განაცხადა, რომ ამჟამად ევროპის კავშირი სერიოზულ ენერგეტიკულ კრიზისს განიცდის. აირის მოხმარების მოცულობა 1996 წლის დონემდე დაეცა და მისი ფასი ათას კუბურ მეტრზე, დაახლოებით, არის $400. შედეგად, სამრეწველო წარმოება იკლებს და მცირდება სამუშაო ადგილების რაოდენობა, რამაც შეიძლება, მწვავე სოციალური კრიზისი გამოიწვიოს.
უნდა ედრებოდეს თუ არა საქართველო არაადეკვატურ ევროპულ პოლიტიკას? კითხვა რიტორიკულია.
კომენტარის დატოვება