USD | 2.74 | 0.00% |
EUR | 2.98 | –0.02% |
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ”საქსტატის” ინფორმაციით, 2024 წლის მეორე კვარტალში ჩვენი ქვეყნის აეროპორტებში მიღებული მგზავრების რაოდენობა წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით 25,3%-ით გაიზარდა. აპრილ-ივნისის საერთო მაჩვენებელმა 1,8 მილიონი მგზავრი შეადგინა, რომლებსაც საქართველოს საჰაერო ნავსადგურების თანამშრომლები მოემსახურნენ.
დაზუსტებულია, რომ აეროპორტებმა 911,4 ათასი მგზავრი მიიღო. მათგან 882,7 ათასი მგზავრი გაფრინდა.
კომენტარის დატოვება