USD | 2.74 | 0.00% |
EUR | 2.98 | –0.02% |
წინა კვირას დედაქალაქის ხელისუფლებამ გაწმინდა მდინარე ვერეს კალაპოტი შლამისა და მიწისგან, რომელიც წყნეთი-ბეთანიის გზაზე ჩამოზვავების დროს ჩამოიშალა. დასუფთავების პროცედურები “მზიურის” საბავშვო მოედანთან შპს “თბილსერვის ჯგუფისა” და შპს “ეკოსერვის ჯგუფის” ტექნიკით განხორციელდა.
როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, კალაპოტი ასევე გაიწმინდა ლელქაშისა და ნაგვისგან, ლიკვიდირებულია მდინარის ნარიყი და ნაპირზე დაზიანებული ხე-მცენარეები.
კომენტარის დატოვება