საქართველოს მთავრობა მოაწყობს ჩარტერულ და დააფინანსებს რეგულარულ რეისებს თბილისიდან და ქუთაისიდან დორტმუნდში, ჰამბურგში, კელნისა და დიუსელდორფში. სულ სუბსიდირებული იქნება 3 ათასი ბილეთი: 2 ათასი თბილისიდან და 1 ათასი ქუთაისიდან. სუბსიდირებული ცალმხრივი ბილეთის ღირებულება 195 ევროს შეადგენს. საქართველოს ნაკრები პირველად ისტორიაში ითამაშებს ევროზე, ის მოხვდა ჯგუფში თურქეთთან, პორტუგალიასთან და ჩეხეთთან.
საქართველოს ნაკრების მატჩები გაიმართება 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთის წინააღმდეგ, 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთის წინააღმდეგ და 26 ივნისს გელზენკირხენში პორტუგალიის წინააღმდეგ. ევრო-2024-ში მონაწილეობისთვის საქართველოს ნაკრები უეფასგან 9,25 მლნ ევროს ოდენობის საპრიზოს მიიღებს. ჯგუფში ყოველი გამარჯვებისთვის გუნდი იშოვის მილიონ ევროს, ფრეს შემთხვევაში კი – ნახევარ მილიონს. ტურნირზე ითამაშებს გუნდები პორტუგალიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, ჩემპიონატს კი გერმანია უმასპინძლებს.
კომენტარის დატოვება