USD | 2.74 | 0.00% |
EUR | 2.98 | –0.02% |
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ლურჯი მოცვის ექსპორტის შედეგების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. მიმდინარე წლის 1 მაისიდან 16 ივნისამდე პერიოდის საბოლოო მაჩვენებელი 4.5-ჯერ აღემატება 2023 წლის ამავე პერიოდის მონაცემებს და შეადგენს 1.8 ათას ტონა კენკრას, რომლის საერთო ღირებულებაც 11.4 მილიონ დოლარია.
ლურჯი მოცვის პოპულარობა ქართველ ფერმერებს შორის ყოველწლიურად იზრდება. ამჟამად კენკრა იმერეთის, სამეგრელოს, აჭარისა და გურიის რეგიონებში გამოჰყავთ.
კომენტარის დატოვება