2024 წლის იანვრიდან მაისამდე პერიოდში ქართული ლოკოკინების ექსპორტმა 115,5 ტონა, ანუ $481,6 ათასი, შეადგინა. ამასთანავე, 2023 წლის იმავე პერიოდში ექსპორტირებული იყო $7 ათასის ღირებულების 1,2 ტონა ლოკოკინა, ე.ი. წლის განმავლობაში ქართული ლოკოკინების ექსპორტი თითქმის 70-ჯერ გაიზარდა. კილოგრამი ლოკოკინები საშუალოდ 3-დან 5 ევრომდე ღირს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქართული ლოკოკინების გასაღების ბაზრებს შორის წელს ლიდერები გახდნენ საფრანგეთი ($376,3 ათასის ღირებულების 39,6 ტონა), იტალია ($89,9 ათასის ღირებულების 7,2 ტონა) და თურქეთი ($15,3 ათასის ღირებულების დოლარი 3,8 ტონა). წინა წელს ლოკოკინები მხოლოდ იტალიაში გაჰქონდათ.
კომენტარის დატოვება