USD | 2.74 | 0.00% |
EUR | 2.98 | –0.02% |
საქართველო მრავალი წელია ცდილობს გახდეს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გაერთიანების წევრი. რა სახის აგაერთიანებაა ეს და რატომ არ გავხდით ჯერ მისი წევრი, იხილეთ სტატიაში.
საუბარია ნატოზე და მის საიუბილეო სამიტზე, რომელიც ვაშინგტონში 9-11 ივლისს გაიმართა. ღონისძიება დაემთხვა 1949 წელს ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ხელმოწერის 75 წლის იუბილეს.
სამიტის წინა დღეს პენტაგონმა გამოაცხადა Noble Partner -ის („ღირსეული პარტნიორის“) წვრთნების განუსაზღვრელი ვადით გადადების შესახებ. წელს ის ივლისის ბოლოს – აგვისტოს დასაწყისში უნდა ჩატარებულიყო.
აშშ-მ ეს გადაწყვეტილება დაასაბუთა იმით, რომ საქართველოს არ სურს დაემორჩილოს დასავლეთის პოზიციას „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ამერიკა აპირებს გადახედოს სხვა ერთობლივ პროექტებს ჩვენს ქვეყანასთან.
საქართველო ნატოსთან 1992 წლიდან თანამშრომლობს. ამ ხნის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ მონაწილეობა მიიღო ალიანსის მრავალ საერთაშორისო მისიაში და პროგრამაში. მიუხედავად ამისა, სამხედრო ბლოკში მოწვევა დღემდე არ მიგვიღია. მაგრამ ჩვენ მუდმივად გვესმის დაპირებები, რომ ეს ოდესმე მოხდება (მაგრამ კონკრეტულ თარიღს არავინ ასახელებს).
მაგალითად, 2012 წელს ნატოს გენერალური მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა თბილისში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ საქართველო ალიანსში გაწევრიანებასთან უფრო ახლოს არის, ვიდრე ოდესმე ყოფილა აქამდე. მოგვიანებით, 2018 წელს, ბრიუსელში ნატოს სამიტის შემდეგ დეკლარაციაში დაფიქსირებულია, რომ ჩვენს ქვეყანას „აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი მომავალი წევრობისთვის“, ხოლო ნატოს ახალმა გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ „საქართველო გახდება ნატოს წევრი“.
სინამდვილეში, საქართველოს ალიანსში გაწევრიანების საკითხი პოზიტიურად განიხილებოდა ჯერ კიდევ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე. მაგრამ ამ გადაწყვეტილებიდან 16 წლის შემდეგ, ჩვენს ქვეყანას ჯერ კიდევ არ მიუღია წევრობის სამოქმედო გეგმა.
ნატოს სტანდარტებთან ადაპტაციისთვის, საქართველო ყოველწლიურად ხარჯავს მშპ-ს 2%-ს (დაახლოებით $400 მილიონს) სამხედრო ხარჯებზე, თუმცა ეს თანხა შეიძლება მოხმარდეს სოციალური და ჰუმანიტარული პროგრამების განხორციელებას, პირველ რიგში განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში.
საქართველოში დასავლური კომპანიების მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერთა რიცხვი ყოველწლიურად მცირდება. 2021 წელს ალიანსში ინტეგრაციის მომხრე იყო გამოკითხულთა 74%, ხოლო გასულ წელს ეს მაჩვენებელი 60%-მდე დაიწია.
ამხელა ლოდინი აშკარად აჩვენებს დასავლეთის პოზიციას საქართველოს მიმართ. ჩვენ 16 წელია გვატყუებენ, იყენებენ ჩვენს ადამიანურ და ფინანსურ რესურსებს, სანაცვლოდ კი არაფრის გაცემას არ აპირებენ.
კომენტარის დატოვება