ა სერიაში საუკეთესოთა შორის საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია გასულ სეზონში იტალიის სერია A-ს 11 საუკეთესო ფეხბურთელს შორის მოხვდა. ნაპოლის მოთამაშემ Sofascore-ის მიხედვით 4-4-2 სისტემით 7,48 ქულა დააგროვა. ამჟამად, მედიის ცნობით, გარემარბის საბაზრო ღირებულება 80 მილიონი ევროა.
2023/2024 წლების სეზონის ბოლოს ნეაპოლიტანურ კლუბში ხვიჩა კვარაცხელიამ 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. ფიორენტინასთან გატანილი გოლი იტალიის ჩემპიონატში მაისის საუკეთესო გოლად იქნა აღიარებული.
კომენტარის დატოვება