იტალიური მასმედია იუწყება, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია არ დატოვებს “ნაპოლის” და კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს. ახალი პირობები გაზრდის ვინგერის გაუმართლებლად მცირე ხელფასს და ბონუსებით ის 7 მლნ ევრომდე უნდა გაიზარდოს. ინსაიდერების თქმით, კონტრაქტის ხანგრძლივობა 5 წელი იქნება.
ბოლო თვეების განმავლობაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია ტოპ კლუბების ინტერესის შესახებ ქართველი ფეხბურთელის მიმართ. განსაკუთრებულ აქტიურობას იჩენდა ფრანგული “პსჟ”.აღნიშნულია, რომ იტალიურ კლუბში დარჩენის გადაწყვეტილება ფეხბურთელმა გუნდის ახალ მწვრთნელთან ანტონიო კონტესთან საუბრის შემდეგ მიიღო.
კომენტარის დატოვება