ჟურნალმა “Time” ქალაქ ქუთაისში მდებარე ქართული ბუტიკი სასტუმრო „Communal“ სიაში “The World Greatest Places 2024”. სტატიის ავტორმა აღნიშნა ქალაქის მხატვრული წარსულის სტილში შესრულებული სასტუმროს ინტერიერი, რომელიც დიზაინერმა ეკატერინე სამსონაძემ ხელახლა შექმნა. ასევე მაღალი შეფასება აქვს ადგილზე მდებარე რესტორანს Doli, რომელიც წააგავს “მყუდრო სამწერლო სალონს”.
ბუტიკ სასტუმრო “Communal Kutais” და რესტორანი “Doli” გაიხსნა 2023 წლის ოქტომბერში და არის “Communal”-ის ქსელის რიგით მეოთხე ობიექტი. 2017 წელს თბილისში გაიხსნა სასტუმრო “Communal Sololaki”, 2019 წელს ამავე ადგილას – “Communal Plekhanovi”, ხოლო 2021 წელს თელავში – “Communal Telavi”.
კომენტარის დატოვება