USD | 2.74 | 0.00% |
EUR | 2.98 | –0.02% |
22 ივნისი არის განსაკუთრებული დღე ჩვენი ქვეყნისთვის – ხსენებისა და მწუხარების დღე.
83 წლის წინ, ადრე დილით, ომის გამოცხადების გარეშე, ფაშისტური გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს. 1 418 გრძელი დღე-ღამის განმავლობაში საბჭოთა ხალხი მიდიოდა ნაციზმზე გამარჯვებისკენ, რაც მიღწეული იქნა მხოლოდ მრავალი ეროვნებისა და სარწმუნოების ხალხის გმირობის წყალობით.
ჩვენმა თანამემამულეებმა დიდი წვლილი შეიტანეს საერთო გამარჯვებაში. ბრძოლებში 700 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი მონაწილეობდა, მათ შორის, 16 ათასი ქალი, 100 ათასი ჯარისკაცი წავიდა ფრონტზე უკვე ომის პირველ თვეში. დაახლოებით, 300 000 ქართველი ჯარისკაცი დაღუპულად ან დაკარგულად ითვლება
ერთ-ერთი „გამარჯვების მედროშე“ გახდა წარმოშობით ქართველი მელიტონ ქანთარია. 1945 წლის 30 აპრილს მან და მისმა თანამოსამსახურემ მიხაილ ეგოროვმა აღმართეს რაიხსტაგის გუმბათზე მე-3 არმიის სამხედრო საბჭოს წითელი დროშა. 1946 წლის 8 მაისს ეგოროვსა და ქანთარიას მიენიჭათ სსრკ-ის უმაღლესი ჯილდო – საბჭოთა კავშირის გმირების წოდება. საერთო ჯამში, ორდენები და მედლები მიიღო 280 ათასმა ჯარისკაცმა, 164-მა – საბჭოთა კავშირის გმირის წოდება.
დღეს საქართველოში ცხოვრობს მეორე მსოფლიო ომის 66 ვეტერანი. მთავრობა აგრძელებს მათ მხარდაჭერას. 2024 წელს თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების საქალაქო სამსახურმა დედაქალაქში მცხოვრებ ვეტერანებს 2 ათასი ლარი გადაუხადა, დახმარება 37 ადამიანმა მიიღო. გარდა ამისა, ფრონტზე დაღუპულთა ოჯახების 33 წევრს მერიამ ათასი ლარი გადაუხადა. ადგილობრივი ხელისუფლება ასევე გამოყოფს დამატებით ფულს ვეტერანებისთვის. მაგალითად, გურიაში ის ათას ლარს შეადგენს.
ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობა არ უნდა იყო დავიწყებული ისევე, როგორც ის ბოროტება, რომელსაც ისინი ხანდახან საკუთარი სიცოცხლის ფასად ებრძოდნენ.
კომენტარის დატოვება