“საქსტატის” ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 9924 ქორწინება და 6859 განქორწინება დარეგისტრირდა. ლიდერები არიან თბილისი (2 935 ქორწინება და 2 298 განქორწინება), იმერეთი (1522 ქორწინება და 1091 განქორწინება) და ქვემო ქართლი (1 205 ქორწინება და 676 განქორწინება).
ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა გურიაში (263 ქორწინება და 210 განქორწინება), მცხეთა-მთიანეთსა (182 ქორწინება და 100 განქორწინება) და რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში (83 ქორწინება და 59 განქორწინება).
კომენტარის დატოვება