USD | 2.74 | 0.00% |
EUR | 2.98 | –0.02% |
„საქსტატის“ მონაცემებით, სეზონურ ხილ-ბოსტნეულზე ფასები წელიწადში 44%-მდე გაიზარდა. ასე, მწვანე ლობიო 44,2%-ით გაძვირდა, საზამთრო – 39%-ით, ვაშლი – 33,8%-ით, ნიორი – 31,8%-ით, ბადრიჯანი – 30,5%-ით, ჭარხალი – 29,2%-ით, ქლიავი – 26,6%-ით, მანდარინი – 25,5%-ით, კიტრი – 25%-ით, ატამი – 24,5%-ით.
აღნიშნულია, რომ გაძვირება შეეხო როგორც ადგილობრივ, ისე იმპორტირებულ პროდუქციას. ამასთანავე, წლიური ინფლაციის ინდექსმა მხოლოდ 1,8% შეადგინა, ხოლო საბაზო ინფლაციის დონემ – 1,2%.
კომენტარის დატოვება