მადრიდში გამართულ ძიუდოს ევროპის 2024 წლის ღია ჩემპიონატზე ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა (90 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალურ ბრძოლაში ის ეფექტური იპონით მოერია 25 წლის ფრანგ პოლ ლივოლსს. ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა საქართველოს კიდევ ერთი წარმომადგენელი ვლადიმერ ახალკაცი (81). ევროპულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ლაშა ბექაური ასევე ევროპული თამაშების საუკეთესო სპორტსმენად აღიარა.
გარდა ამისა, სარაევოში გამართულ ძიუდოს ვეტერანთა შორის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა დაიკავა მეორე ადგილი მედლების რაოდენობით და პირველი ადგილი – მამაკაცთა ინდივიდუალურ შეჯიბრში. ჩვენს გუნდს 13 ოქროს, 8 ვერცხლისა და 12 ბრინჯაოს მედალი აქვს.
ვულოცავთ ჩვენს სპორტსმენებს!
კომენტარის დატოვება