USD | 2.74 | 0.00% |
EUR | 2.98 | –0.02% |
19 წლის ქართველი სტუდენტი ანა მაჭავარიანი, რომელიც ვენიდან ქუთაისის აეროპორტში ჩაფრინდა, Wizz Air-ის მეექვსე მილიონი მგზავრი გახდა. საჩუქრად მას აეროპორტის ბრინჯაოს მოდელი და 200 ევროს ვაუჩერი გადასცეს, რომლითაც 1 წლის განმავლობაში შეუძლია ბილეთის გადახდა ნებისმიერი მიმართულებით.
უნგრული ლაუკოსტერი ავიაკომპანია Wizz Air, რომელიც საქართველოში 2012 წლიდან მუშაობს, 2018 წლიდან ლიდერია ქვეყნის საავიაციო ბაზარზე. ის ახორციელებს რეისებს ქუთაისიდან 15 ქვეყნის 24 მიმართულებით.
კომენტარის დატოვება