USD | 2.74 | 0.00% |
EUR | 2.98 | –0.02% |
საქართველოში საჰაერო მიმოსვლის გაზრდის მიზნით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ახალი რადიოლოკაციური სადგურების აშენების შესახებ. უკვე ცნობილია, რომ ერთ-ერთი მათგანი კახეთში გაჩნდება. სამშენებლო ტენდერი კომპანია “საქაერონავიგაციამ” გამოაცხადა და ითვალისწინებს არა მხოლოდ თავად ობიექტის მშენებლობას, არამედ მიმდებარე ტერიტორიის გამწვანებას.
ამ ეტაპზე მოსალოდნელია, რომ კახეთში რადიოლოკაციური სადგურის საერთო ღირებულება $2 მლნ-ს გადააჭარბებს. თუმცა იგეგმება მინიმუმ კიდევ ერთი ასეთი ობიექტის მშენებლობა.
კომენტარის დატოვება