საქართველოს საპატრიარქომ განაცხადა, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსი გაიხსნება არაუადრეს 30 სექტემბრისა. 2 ივლისს ტაძარი დაიხურა სახურავის აღდგენის მიზნით და ის 15 აგვისტოს უნდა გახსნილიყო. მაგრამ კლიმატური პირობებიდან და დროებითი სახურავის დაყენების სამუშაოების სირთულიდან გამომდინარე პროექტი გადაიხედა, ხოლო ვადები გაგრძელდა.
მიუხედავად იმისა, რომ საპატრიარქოსთან არსებულმა გელათის აღდგენის დროებითმა კომისიამ მოხსნა შეზღუდვა მნახველებისთვის, ადგილობრივმა ეპარქიამ გადაწყვიტა კომპლექსის დახურვა “მონასტრის შიდა ცხოვრებიდან გამომდინარე”.
კომენტარის დატოვება