USD | 2.74 | 0.00% |
EUR | 2.98 | –0.02% |
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიიღო განაკვეთი 8,25%-დან 8%-მდე შემცირების გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილების გამო 12,4 მილიარდი ლარის საერთო ოდენობის სესხები ახალი განაკვეთით გადაითვლება, ხოლო 179,2 ათას მსესხებელს მცურავი საპროცენტო განაკვეთით გადასახადები შეუმცირდება.
განაკვეთის შემცირება შეეხება 2,2 მილიარდი ლარის ოდენობის 77,6 ათას სამომხმარებლო სესხს, 3,7 მილიარდი ლარის ოდენობის 68,8 ათას იპოთეკურ სესხსა და 6,4 მილიარდი ლარის ოდენობის 31,6 ათას ბიზნეს სესხს.
კომენტარის დატოვება