მთავრობამ კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის პრემიის გაზრდის შესახებ. ადრე გათვალისწინებული 850 ათასი ლარის პრემიის ნაცვლად ფეხბურთელები 3 მლნ ლარს მიიღებენ. ასევე ადრე ფონდმა „ქართუმ“ ჯგუფიდან გასვლისა და ყოველი მომდევნო გამარჯვებისთვის ნაკრებს 30 მლნ ლარი დაჰპირდა.
გარდა ამისა, ევროზე გასვლისთვის უეფა საქართველოს ეროვნულ გუნდს 9,25 მლნ ევროს ოდენობის საპრიზოს გადაუხდის. ჯგუფში ყოველი გამარჯვება ჩვენს გუნდს მილიონს მოუტანს, ფრე კი – ნახევარ მილიონ ევროს.
საქართველოს ნაკრები პირველად ისტორიაში გავიდა ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატზე, სადაც F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.
კომენტარის დატოვება