ვალუტის ოფიციალური კურსი
Таблица обменных курсов
USD2.740.00%
Таблица обменных курсов
EUR2.98–0.02%

ეკონომიკა იზრდება

6 ივლისი, 2024

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის მაისში საქართველოში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2023 წლის მაისთან შედარებით 9.2% შეადგინა, ამასთან, არც ერთ სექტორში დაღმავალი ტენდენცია არ გამოვლენილა. 2024 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო რეალური მშპ-ს ზრდის ტემპი 9.3% იყო.

მაისში ქვეყნის ეკონომიკის ზრდა უზრუნველყოფილი იყო ინფორმაციისა და კომუნიკაციის, პროფესიული და სამეცნიერო – ტექნიკური საქმიანობის, ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და სასაწყობო და გადამამუშავებელი წარმოების სფეროებში მაჩვენებლების გაზრდით. თვის განმავლობაში საქართველოში 6.3 ათასამდე ახალი საწარმო დარეგისტრირდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.