დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ 16 სექტემბერს საბავშვო ბაღები ბავშვებს განახლებული ინვენტარით დახვდება. ახალი სათამაშოებისა და მეთოდიკური მასალის შესაძენად ბიუჯეტიდან 1 მლნ ლარი გამოიყო. ასევე, წინა წელს დაწყებული „საბავშვო ბაღებისა და ბაგა-ბაღების განახლების პროგრამის“ ფარგლებში, საბავშვო ბაღების ძველი შენობები თანამედროვე სტანდარტებზე სრულდება.
ყოველწლიურად პროგრამა ეტაპობრივად გამოყოფს თანხებს საბავშვო ბაღებისთვის, რომლებიც განახლებას საჭიროებს. მერის თქმით, კაპიტალური რემონტი ამ დროისთვის 12 შენობაში მიმდინარეობს, 3 საბავშვო ბაღში მიმდინარეობს ეზოს განახლება, 11 შენობას კი სრული აღდგენა ელის. სულ წელს 3 ახალი და 2 აღდგენილი საბავშვო ბაღი გაიხსნება.
კომენტარის დატოვება