საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, კახეთში 23-24 აგვისტოს ძლიერი ქარისა და სეტყვის შედეგად კილოგრამი დაზიანებული ყურძენი სახელმწიფო საწარმოებში 1 ლარადაა ჩაბარებული. საერთო ჯამში, აგვისტოს ბოლოს შპს “მოსავლის მართვის კომპანიამ” თითქმის 1,8 ათასი ტონა ყურძენი გადაამუშავა.
დაახლოებით, 200 ღვინის კომპანია, რომელიც ფერმერებისგან ყურძენს ყიდულობს, უკვე დარეგისტრირდა თელავში გახსნილ საკოორდინაციო შტაბში, რათა ხელი შეუწყოს რთველის ორგანიზებულად ჩატარებას. საერთო ჯამში, რთველი-2024-ის ფარგლებში 500-ზე მეტი ღვინის საწარმოს მოზიდვა იგეგმება.
კომენტარის დატოვება