მერიის განცხადებით, ძლიერი წვიმის გამო გურიის რეგიონის ქალაქ ოზურგეთში ქუჩები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა, სადაც ასევე დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. წყალდიდობის შედეგების აღმოსაფხვრელად აქტიურად მუშაობს მერიის ყველა ძალა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები და ელექტროგამანაწილებელი კომპანია Energo Pro Georgia.
ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ სამუშაოები საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობს და მობილიზებულია ყველა სამსახური თავსხმა წვიმის შედეგად გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად. ადგილობრივი ხელისუფლება პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად.
კომენტარის დატოვება