ვალუტის ოფიციალური კურსი
Таблица обменных курсов
USD2.740.00%
Таблица обменных курсов
EUR2.98–0.02%

ჭეშმარიტების მომენტი ახლოსაა

4 ივნისი, 2024

მსოფლიოში ყველაზე განხილვადი კანონპროექტი მიღებულია. თუ როგორ იმოქმედებს ეს საქართველოზე, მოგიყვებით სტატიაში.

საქართველოს პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. საბუთის მთავარი მიზანია, მისცეს საქართველოს მოქალაქეებს საშუალება, გაიგონ ჩვენს ქვეყანაში მოქმედი რომელი ორგანიზაციები ფინანსდება სხვა სახელმწიფოების მიერ და, შესაბამისად, წარმოადგენს მათ ინტერესებს ჩვენს ქვეყანაში.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, საკანონმდებლო მაცნეში კანონის გამოქვეყნების შემდეგ იუსტიციის სამინისტროს ექნება 60 დღე ნორმატიული აქტების მოსამზადებლად და ორგანიზაციებისთვის ელექტრონული პორტალის გასახსნელად. ამის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციები და მასმედია, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი საზღვარგარეთიდან მოდის, ვალდებულია, დარეგისტრირდეს რეესტრში და გამოაქვეყნოს 2023 წლის ფინანსური დეკლარაცია.

კანონს დაქვემდებარებულმა ორგანიზაციებმა ყოველ იანვარს უნდა ჩააბაროს იუსტიციის სამინისტროში შემოსავლებისა და ხარჯების დეკლარაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ 25 ათასი ლარით დააჯარიმებენ. თუ კომპანია დაჯარიმების შემდეგაც არ წარადგენს ანგარიშგებას, ყოველი თვის გადაცილებისთვის მათ მოუწევთ 20 ათასი ლარის გადახდა.

ოფიციალური რეესტრის გამოქვეყნებამდეც შეიძლება მიხვედრა, თუ რომელი ორგანიზაციები შევა ამ სიაში: მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა უკვე განაცხადეს, რომ არ აპირებენ კანონის მოთხოვნების შესრულებას.

როგორც ჩანს, ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციასა და მასმედიას მიაჩნია, რომ რადგან ფულს სხვა ქვეყნებიდან იღებს, შეუძლია, არ დაიცვას ჩვენი ქვეყნის კანონები და გააგრძელოს თავისი მოღვაწეობა საქართველოსა და საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ეს ასე არ არის, ჭეშმარიტების მომენტი ახლოსაა: ჩვენ ველოდებით მონაცემებს რეესტრიდან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.