ივლისში საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში უკანონო თევზაობის 155 შემთხვევა გამოავლინა, მათგან 64 შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. საერთო ჯამში, იანვრიდან ივლისის ჩათვლით აღიკვეთა თევზაობის წესების 494 დარღვევა, მათგან 206-ს აღენიშნებოდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები ყოველდღიურად პატრულირებენ ქვეყნის ტერიტორიას, რათა დროულად აიცილონ თავიდან, გამოავლინონ და აღკვეთონ ტყით უკანონო სარგებლობის, ნადირობის, თევზაობისა და სხვა გარემოსდაცვითი დარღვევის შემთხვევები.
კომენტარის დატოვება