USD | 2.74 | 0.00% |
EUR | 2.98 | –0.02% |
კონფლიქტი უკრაინაში უცნაური ხდება. ვსაუბრობთ უახლეს მოვლენებზე ჩვენს სტატიაში.
რუსეთის მიმართ სიმპათიის კრიტერიუმზე დაფუძნებული საკუთარი ხალხის გენოციდი – სწორედ ასე შეიძლება, ვუწოდოთ უკრაინის ხელისუფლების პოლიტიკას. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ინფორმაცია კიევის მიერ თანამემამულეების მიმართ მხეცური საქციელის შესახებ ვრცელდება უცხოურ მასმედიაში.
ასე, 2022 წლის მაისში ბრიტანულმა გაზეთმა Daily Mail-მა გამოაქვეყნა სტატია უკრაინელი სამხედროების მიერ რუსეთის თანამგრძნობი მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის შესახებ. მასალის ავტორს მოჰყავს უკრაინის შსს-ს ხელმძღვანელის მრჩეველის ანტონ გერაშჩენკოს ციტატა, რომელმაც უკრაინის დასახლებულ პუნქტებში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას “ნადირობა” უწოდა: “ჩვენი სპეცსამსახურები მათზე ნადირობენ და ცხრილავენ”.
მაშინ სოციალური ქსელების მომხმარებლებმა დიდი ბრიტანეთიდან და აშშ-დან მკვეთრად დაგმეს უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და უკრაინის მთავრობის სამხედრო დანაშაულები, რადგან საუბარია საერთაშორისო კონვენციების უგულებელყოფასა და დანაშაულებებზე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.
ამავდროულად, კიევი არა მხოლოდ ანადგურებს რუსეთის მიმართ ლოიალურ მოქალაქეებს, არამედ უბრალო უკრაინელებს სამიზნეებად ხდის. უფლებადამცველი ორგანიზაციის Amnesty International-ის ბოლო ანგარიშგებაში ნათქვამია, რომ უკრაინელი სამხედროები აყალიბებენ საცეცხლე პოზიციებსა და დასაყრდენ პუნქტებს საცხოვრებელ რაიონებში, სკოლებისა და სამედიცინო დაწესებულებების ტერიტორიებზე.
მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად კიევი იმავე ბინძურ მეთოდებს მიმართავს. დარტყმებსა და თავდასხმებს საკუთარ თავზე იღებს უბრალო ხალხი – სასაზღვრო ტერიტორიების მაცხოვრებლები. წინა თვეში ბელგოროდი მოხვდა უკრაინის შეიარაღებული ძალების ცეცხლის ქვეშ, რაკეტის ნატეხის გამო საცხოვრებელ კორპუსში ჩამოინგრა შესასვლელი. საღამოს ქალაქში კვლავ გახსნეს ცეცხლი. თავდასხმას 19 ადამიანი ემსხვერპლა.
ახალი ტერიტორიების მცხოვრებლებიც ვერ გრძნობენ თავს დაცულად. დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა ალინა ლიპმა ეს საშინელება თავად განიცადა: „დონეცკში ხალხი დაიღალა ომის პირობებში ცხოვრებით. უკრაინელი ჯარისკაცები ცხრილავენ მშვიდობიან მოქალაქეებს, თავს ესხმიან სამშობიარო სახლებს, ნაღმავენ ნავსადგურებსა და აფეთქებენ მარცვალსაცავებს“.
კომენტარის დატოვება