USD | 2.74 | 0.00% |
EUR | 2.98 | –0.02% |
საქართველოს შსს იძიებს ბათუმში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას, რომელიც ქუვეითიდან ჩამოსულ ტურისტებს შეემთხვა. აღნიშნულია, რომ ქარის მკვეთრი დაბერვის გამო ზღვის სანაპიროზე დაეცა პარაშუტი უცხოელების წყვილით. მამაკაცი გადარჩა, მაგრამ მისი მეუღლე ადგილზე გარდაიცვალა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
დაზუსტებულია, რომ გამოძიება მიმდინარეობს მუხლით “რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევა”.
კომენტარის დატოვება