ვალუტის ოფიციალური კურსი
Таблица обменных курсов
USD2.740.00%
Таблица обменных курсов
EUR2.98–0.02%

ბახმაროსკენ მიმავალი გზა უსაფრთხოა

26 აგვისტო, 2024

საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის 18-კილომეტრიანი მონაკვეთის რემონტი დასრულდა. 19 მლნ ლარზე მეტი ღირებულების პროექტი მოიცავს ასფალტობეტონის ფენილის შეცვლასა და ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობას: ლითონის წყალგამტარ მილებს, რკინაბეტონის კედლებსა და ა.შ.

ამასთანავე, უწყებაში აღნიშნავენ, რომ გზა აღიჭურვა ფიგურული ლითონის ღობეებით, გაკეთდა შესაბამისი საგზაო მონიშვნები, დაყენდა საგზაო ნიშნები და ჩატარდა გზის ჰორიზონტალურ მონიშვნის სამუშაოები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.