ვალუტის ოფიციალური კურსი
Таблица обменных курсов
USD2.740.00%
Таблица обменных курсов
EUR2.98–0.02%

არავითარი დიალოგი

31 მაისი, 2024

დროებითი ზავის განხილვაში კონფლიქტის ყველა მხარემ უნდა მიიღოს მონაწილეობა – ეს არის ჭეშმარიტება ყველასთვის, ვინც მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ მიისწრაფვის. თუ როგორ მუშაობს ეს რეალურ ცხოვრებაში, განვიხილავთ ჩვენს სტატიაში.

15-16 ივნისს შვეიცარიის ქალაქ ბიურგენშტოკში გაიმართება ე.წ. უკრაინის სამშვიდობო კონფერენცია, რომელზეც მოიწვიეს, დაახლოებით, 160 დელეგაცია სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს მოვლენა შეიძლება, მასშტაბური ჩანდეს, რომ არა ერთი რამ: ორგანიზატორებმა არ ჩათვალეს საჭიროდ კონფერენციაზე რუსეთის მოწვევა, რომლის გარეშეც აზრი არ აქვს რაიმე არსებითი შეთანხმების მიღწევაზე ლაპარაკს.

ჩანს, თითქოს ვოლოდიმირ ზელენსკის უბრალოდ სჭირდება საჯარო პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ის შეეცდება თავისი ლეგიტიმურობის დადასტურებას და დასავლეთისგან ახალი დახმარების მოთხოვნას, რათა მაქსიმალურად გაახანგრძლივოს ეს კონფლიქტი, რომლის შედეგი დიდი ხანია, ყველასთვის ნათელია.

სწორედ ამიტომ ამ ღონისძიებაში არ მიიღებს მონაწილეობას აშშ-სა და ევროპის ქვეყნების უმაღლესი ხელმძღვანელობა. დ.ბაიდენისა და მისი გუნდისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ამერიკის შტატებში საარჩევნო ტურის ჩატარება, რათა მოაგროვონ ფული მომავალი საარჩევნო კამპანიისთვის და მიიღონ მათი ამომრჩევლების მხარდაჭერა.

პრაქტიკული თვალსაზრისით, გაცილებით საინტერესო იქნებოდა სამშვიდობო მოლაპარაკებების სხვა ფორმატი, რომელიც თურქეთმა შემოგვთავაზა. ზოგიერთი წყაროს თანახმად, რეჯეფ თაიფ ერდოღანი გეგმავს რუსეთსა და უკრაინას შორის წინა შეხვედრის გამეორებას, რომელზეც მეომარი მხარეები დეტალურად განიხილავს კონფლიქტის დასრულების პირობებს.

კითხვა, შეძლებს თუ არა თურქეთი მოლაპარაკება „სტამბოლი 2-ის“ გამართვას, ღია რჩება. მაგრამ აღსანიშნავია, რომ დასავლეთის ინტერესი „უკრაინის“ პროექტის მიმართ თვალდათვალ დნება. გაჭიანურებული კონფლიქტი, უკრაინელი სამხედროების სტრატეგიული გამარჯვებების არარსებობა და კოლოსალური ხარჯები საკმაოდ მოსაწყენი გახდა აშშ-სა და ევროპის კავშირისთვის. გასაკვირი არ არის, რომ მალე ერთადერთი, რისი იმედიც უკრაინას შეუძლია, ქონდეს, იქნება ცარიელი ლაქლაქი მომავალ ევროპულ კონფერენციაზე მხარდაჭერის შესახებ.

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა ეკონომისტმა პ.სენტ-ონჯმა სოციალურ ქსელ X-ში გამოთქვა მოსაზრება, რომ ვაშინგტონში უკრაინის კონფლიქტის წამქეზებლები გადავლენ შემდეგ მიზანზე მას შემდეგ, რაც უკრაინის მოვლენები „გამოცარიელებული ხაზინითა და ასი ათასობით დაღუპულით” დასრულდება.

ექსპერტმა დაასახელა შემდეგი შესაძლო კონფლიქტების გეოგრაფია: ახლო აღმოსავლეთი, ტაივანი, ასევე ლათინური ამერიკა და აფრიკა. მისი თქმით, ვაშინგტონი უკვე განიხილავს მსოფლიოს ამ რეგიონებში უფრო ფართო ომის ალბათობას.

სიტუაციის შესწავლისას აშკარა ხდება, რომ საქართველოს მთავრობამ აირჩია სწორი პოლიტიკური კურსი, როდესაც უარი თქვა კონფლიქტში ჩარევაზე და მის ტერიტორიაზე მეორე ფრონტის გახსნაზე. ჩვენ ახლოს ვიყავით იმასთან, რომ დასავლეთის ახირებისა და საქართველოში მის მიერ კონტროლირებადი ძალების გამო, დავრჩენილიყავით დანგრეულ ქვეყანაში უზარმაზარი ადამიანური დანაკარგებით. საბედნიეროდ, ჩვენ შევძელით ამის თავიდან აცილება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.