მიმდინარე წელს აგრძელებს მუშაობას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა. პროგრამის ფარგლებში გადამამუშავებელი კომპანიები, რომლებიც ფერმერებისგან 1 კილოგრამ არასტანდარტულ ვაშლს 0,25 ლარად მიიღებს, მიიღებს სოფლის განვითარების სააგენტოსგან კილოგრამისთვის 0,10 ლარის ოდენობის ანაზღაურებას.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ხილის გადამამუშავებელი საწარმოები საკოორდინაციო შტაბში ელექტრონული ფორმით უნდა დარეგისტრირდეს. პროგრამა მოქმედებს 2024 წლის 15 დეკემბრამდე.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზით, წელს მოსალოდნელია, დაახლოებით, 50 ათასი ტონა არასტანდარტული ვაშლის მოსავალი.
კომენტარის დატოვება