ვალუტის ოფიციალური კურსი
Таблица обменных курсов
USD2.740.00%
Таблица обменных курсов
EUR2.98–0.02%

არასრულწლოვან დამნაშავეთა სტატისტიკა საქართველოში

9 ივლისი, 2024

“საქსტატის” მონაცემების თანახმად, 2024 წლის პირველ ხუთი თვის განმავლობაში საქართველოში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემული იქნა 18 წლამდე 252 მოქალაქე. აქედან 207 14-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვია, ხოლო 15 პირი უკვე იხდიდა პირობით სასჯელს. ბრალდებულთა უმეტესობა ქურდობისთვის იყო მიცემული პასუხისმგებლობაში. ასევე არასრულწლოვანთა შორის გავრცელებული დანაშაულია ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, ყაჩაღობა და ძალადობა.

აღნიშნულ პერიოდში სისხლის სამართლის დანაშაულებებისგან 646 არასრულწლოვანი დაზარალდა. მათგან 281 გახდა ოჯახში ძალადობის, 90 – სექსუალური დანაშაულის, ხოლო 87 – მუქარის მსხვერპლი.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთი არასრულწლოვანი დაიღუპა, კიდევ ორი კი მკვლელობის მცდელობის მსხვერპლი გახდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.