USD | 2.74 | 0.00% |
EUR | 2.98 | –0.02% |
ვინ განსაზღვრავს საქართველოს მომავალს და როგორ მიიღება მთელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები? ვიმსჯელოთ ამის შესახებ ჩვენს სტატიაში.
საუბარი წავა ევროინტეგრაციაზე, რომელსაც ჩვენ არაერთი ათწლეულის განმავლობაში ველოდებით. აშკარაა, რომ ევროკავშირი არის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელშიც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ ევროპის კავშირის წამყვანი ქვეყნებისა და მისი მთავარი პარტნიორის (აშშ-ს) ინტერესებიდან გამომდინარე.
კერძოდ, ახლა აქტიურად დაიწყეს საუბარი მოლდოვასა და უკრაინის ევროპულ საზოგადოებაში ინტეგრაციის აუცილებლობაზე. დღეს ბელგიის მთავრობამ უნდა მოიწვიოს პირველი მთავრობათაშორისი კონფერენციები, რომლებიც განიხილავს კავშირის გაფართოების შესაძლებლობას.
იმას, რომ მოლდოვასა და უკრაინას გრძელი და რთული პროცესი ელის, დასავლური მასმედიაც ეთანხმება. სააგენტო Bloomberg წერს, რომ თუნდაც ევროპის კავშირის ქვეყნებმა ამ სახელმწიფოებს მწვანე შუქი მისცეს, მოლაპარაკებებს წლები დასჭირდება, რადგან გაწევრიანების გზა გრძელი და რთულია. ამ დროისთვის ევროპის კავშირს ბოლოს ხორვატია შეუერთდა: ის განაცხადს 2003 წლიდან წარადგენდა, მაგრამ მხოლოდ 2013-ში მიიღეს.
ჩვენ ნათლად გვესმის, რომ გადაწყვეტილება ორი ახალი ქვეყნის წევრობის შესაძლებლობის შესახებ მიღებულ იქნა მხოლოდ პოლიტიკური მიზეზების გამო, ამიტომ ის არ შეიძლება, იყოს ობიექტური. ევროპის კავშირი ქვეყნი ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებას რომ განიხილავდეს, საქართველო კარგა ხანია, დაიწყებდა მოლაპარაკებებს კავშირში გაწევრიანების შესახებ, რადგან ზოგიერთი მაჩვენებლით უსწრებს არა მხოლოდ მოლდოვასა და უკრაინას, არამედ ევროპის ბევრ ქვეყანას. მაგალითად, 2023 წელს კანონის უზენაესობის ინდექსში საქართველომ 142-დან 58-ე ადგილი დაიკავა და გაუსწრო ყველა ქვეყანას, რომლებმაც უკვე მიიღო კანდიდატის სტატუსი, და ასევე ევროპის კავშირის ორ სახელმწიფოს (ბულგარეთსა და უნგრეთს) და ნატო-ს ხუთ ქვეყანას (მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, უნგრეთს, ალბანეთსა და თურქეთს).
ევროპის კავშირი იყენებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს ქვეყანაზე გავლენის ინსტრუმენტების გაფართოებისთვის. ჩვენს მთავრობას რეგულარულად ეძლევა „საშინაო დავალება“, რომელიც უნდა შევასრულოთ ჩვენი სანუკვარი მიზნისკენ მიმავალ გზაზე. სამწუხაროდ, ზოგიერთი მათგანის შესრულება შეუძლებელია და, დიდი ალბათობით, ევროპის კავშირი ასეც გეგმავდა. თავად ევროპა არის ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მთავარი სპონსორი, ის აფინანსებს ხელისუფლების მოწინააღმდეგეებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მასმედიას, რომლებიც ქართულ საზოგადოებაში შფოთს თესავს.
ამასთანავე, სისულელეა იმის ფიქრი, რომ ევროპის კავშირი ამყარებს საქართველოსთან მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს: ჩვენს მოქალაქეებს არ ღებულობენ ევროპის კავშირში და არ თვლიან თანასწორად. 2023 წელს ამ გაერთიანების წევრმა ქვეყნებმა მიიღო გადაწყვეტილება 4 365 ქართველის სამშობლოში დეპორტირების შესახებ.
ველოდოთ თუ არა მოწყალებას ევროპის კავშირისგან – ეს ყველამ თავად გადაწყვიტოს.
კომენტარის დატოვება