დედაქალაქში ამოქმედდა შინაური და უპატრონო ცხოველების გადაუდებელი ვეტერინარული დახმარების სამსახური “რინგოვეტი • Ringovet”. საწყის ეტაპზე ის თბილისის ცენტრში 18:00-დან 23:00-მდე იმუშავებს, დროთა განმავლობაში კი 24-საათიან რეჟიმში გადავა და მთელ ქალაქს მოიცავს. გამოძახებებზე ვეტერინარები სკუტერებით მოვლენ.
პროექტის დამფუძნებელი ნესტან მამაცაშვილი მისი რეალიზაციისთვის სამი წელი მუშაობდა. უკვე ხელმისაწვდომი მობილური აპლიკაციის გამოყენებით შესაძლებელი იქნება ვეტერინარის სახლში ან ქუჩაში გამოძახება, ვიდეო კონსულტაციისა და რეკომენდაციების მიღება. სასწრაფო დახმარების ჯგუფი ასევე გაუწევს დახმარებას დაშავებულ უპატრონო ცხოველს და გაუკეთებს მას პროფილაქტიკურ აცრებს.
კომენტარის დატოვება