“საქსტატმა” განაცხადა, რომ 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე შემცირდა. ეს მაჩვენებელი 3,1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13,7% შეადგინა. ჯამში უმუშევრის სტატუსი აქვს 219,7 ათას ადამიანს, რაც წინა წლის მაჩვენებლებთან შედარებით 47,2 ათასით (17,7%-ით) ნაკლებია. უმუშევრობის დონე მამაკაცებში 15,9%-ია, ხოლო ქალებში – 10,9%.
მეორე კვარტალში დაქირავებულ მუშაკთა რაოდენობა 19,1 ათასით (2,1%-ით) გაიზარდა და 935,8 ათასი ადამიანი შეადგინა. ასევე 41,3 ათასით (10,1%-ით) გაიზარდა თვითდასაქმებული მოქალაქეების რაოდენობა – 451,5 ათას ადამიანამდე. დაქირავებულ მუშაკთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 1,6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 67,5% შეადგინა.
კომენტარის დატოვება