2025 წლისთვის ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობაში, ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება. ეს გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაამტკიცა. ჰაბის შესაქმნელად 12 მლნ ლარია გამოყოფილი. პროექტი რეალიზებული იქნება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით.
ქუთაისის პარლამენტის შენობა უზარმაზარი შუშის გუმბათით საზეიმოდ გაიხსნა 2012 წლის 26 მაისს. პროექტი, დაახლოებით, $100 მლნ ღირდა. მაგრამ მისი გამოყენება 2018 წლიდან შეწყდა, როცა პარლამენტი თბილისში დაბრუნდა.
კომენტარის დატოვება