საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, დღეს თბილისში დასრულდება მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი Socca Grand Prix Sevens 7×7 ფეხბურთში. ეს ტურნირი ჩვენს ქვეყანაში პირველად ტარდება. მასში მონაწილეობა 13 ქვეყნის 16 გუნდმა მიიღო. მატჩების ჩატარების ადგილად მზიურის პარკის სტადიონი იქნა არჩეული.
როგორც ფეხბურთის ფედერაციამ განმარტა, საქართველოს დედაქალაქში გამართულ Socca Grand Prix Sevens-ის ტურნირში მონაწილეობა მიიღეს ესპანეთის, პორტუგალიის, ხორვატიის, ბელგიის, უკრაინის, თურქეთის, აშშ-ს, საბერძნეთის, მოლდოვის, კვიპროსის, ეგვიპტის, ომანის გუნდებმა, ასევე შეჯიბრის მასპინძელმა გუნდმა.
კომენტარის დატოვება