23-დან 28 ივლისამდე აჭარაში პირველად ჩატარდება საფეხმავლო ფესტივალი “ზღვიდან მთამდე”. მონაწილეებს მოუწევთ გადალახონ მარტივი 45 კილომეტრიანი მარშრუტი ულამაზეს ალპურ პეიზაჟებს შორის. ფესტივალში მონაწილეობა უფასოა, მაგრამ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. ონლაინ რეგისტრაცია 1 ივლისს ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე გაიხსნება.
მარშრუტი შუახევში ჩირუხის მთიდან იწყება და ხულოს მუნიციპალიტეტში მაღალ პლატოზე ალპურ ბოტანიკურ ბაღში მთავრდება. მარშრუტი მწვანე ტბას, ხიხანის ციხეს, რატიანის და შუამთის ტბებს და სხვა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს და ბუნების ძეგლებს მოიცავს. მონაწილეებს ასევე ელით საგანმანათლებლო და ინტერაქტიული ღონისძიებები, კულინარული მასტერ-კლასები და კონკურსები.
კომენტარის დატოვება