საქართველოს მთავრობის განკარგულებით, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქს ისტორიული სახელი – მეფისქალაქი – დაუბრუნდა. ყირიმელი თათრების შემოსევის დროს მას ახალქალაქი უწოდეს, მე-20 საუკუნეში კი მოკლე ხნის განმავლობაში ატარებდა წითელქალქის სახელს, სანამ 1946 წელს ახალქალაქის სახელი არ დაუბრუნდა.
ადგილობრივი შუა საუკუნეების ღვთისმშობლის ტაძრის კედლებზე შემორჩენილი ისტორიული წარწერების თანახმად, მეფისქალაქი დააარსეს ქართლის მეფემ და დედოფალმა როსტომ ბაგრატიონმა და მარიამ დადიანმა მე-17 საუკუნის ბოლოს, სპარსეთის შაჰ აბას I-ის მმართველობის დროს.
კომენტარის დატოვება