“საქართველოს ფოსტამ” პირველად გამოუშვა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი საფოსტო მარკა. ნეირონულმა ქსელმა წარმოადგინა საქართველოს თავისი ხედვა მოქალაქეების პასუხების გათვალისწინებით ფოსტის დეპარტამენტის კითხვაზე „რას გამოხატავს თქვენი საქართველო?“. მარკების შეძენა შესაძლებელი “საქართველოს ფოსტის” სერვის ცენტრებში 8 ლარად, მათი ტირაჟი 40 ათას ეგზემპლარს შეადგენს.
მარკაზე გამოსახულია თოვლით დაფარული მთის მწვერვალები და ციცაბო კლდეები, მოჩუქურთმებული თბილისის აივნები, მართლმადიდებლური ტაძარი, კედლის გრაფიტი, ქართული მულტფილმის გმირები: წუნა და წრუწუნა, სახლთან მზიან პატარა მდელოზე ჭადრაკის მოთამაშე ბაბუა და შვილიშვილი, კლოუნი სახურავზე, მოცეკვავე ეროვნულ სამოსში, არგონავტების გემი და ოქროს საწმისი, ძაღლი და ჩვეულებრივი გამვლელი.
კომენტარის დატოვება