შინაგან საქმეთა სამინისტრო აცნობებს მოქალაქეებს, რომ 7 ივნისიდან შეიცვალა აირის იარაღის შეძენისა და რეგისტრაციის წესი. ახლა აირის იარაღის შეძენამდე საჭირო იქნება შსს-ს ტერიტორიულ ორგანოში წერილობითი განცხადების წარდგენა. მხოლოდ მათი თანხმობით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო შეძლებს იარაღის დარეგისტრირებას.
ტერიტორიული ორგანო მიიღებს გადაწყვეტილებას აირის იარაღის შენახვის პირობების შესწავლის შემდეგ. უარი ნებართვის გაცემაზე შეიძლება, მიღებულ იქნეს განმცხადებლის პოლიციაში გამოძახებისას გამოუცხადებლობის გამო ან უფლებამოსილი პირის საცხოვრებელ ადგილზე ან იარაღის შენახვის ადგილზე დაშვებაზე უარის თქმის გამო.
კომენტარის დატოვება