ყურძნის ორგანიზებული რთველის ჩატარების ხელშეწყობის მიზნით თელავში გაიხსნა 24-საათიანი საკოორდინაციო შტაბი. ღვინის მწარმოებლებს შეუძლიათ შტაბში დარეგისტრირება ყურძნის რაოდენობისა და მათთვის შესაფერისი ფასის მითითებით. ხოლო ყურძნის გამყიდველ ფერმერებს შეუძლიათ, დაუკავშირდნენ შტაბს, რათა იპოვონ კომპანია, რომელიც შეიძენს მათ მოსავალს მისაღებ ფასად.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წელს იგეგმება 300 ათასი ტონა ყურძნის მოკრეფა, რაც მევენახეებს 350 მლნ ლარის ოდენობის რეკორდულ შემოსავალს მოუტანს. ამაზე დადებითად იმოქმედა მთავრობის გადაწყვეტილებამ რქაწითელის ჯიშის სუბსიდირების შესახებ.
კომენტარის დატოვება