საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიურმა ნომინალურმა ხელფასმა, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, 1943.4 ლარი შეადგინა. ეს გასული წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელზე შ226.8 ლარით (13.2% – ით) მეტია, მაგრამ 101 ლარით ნაკლებია, ვიდრე 2023 წლის მეოთხე კვარტალში. ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი დაფიქსირდა ფინანსებისა და დაზღვევის, ინფორმაციისა და კომუნიკაციების სფეროებში – 4 ათას ლარზე მეტი.
ყველა დარგში, აღინიშნება მნიშვნელოვანი განსხვავება მამაკაცებისა და ქალების შემოსავალს შორის. მამაკაცებისთვის საშუალო ნომინალური ხელფასი 2343.2 ლარია, ქალებისთვის კი 1540 ლარი. ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასის დონე თბილისში — 2305 ლარი, ხოლო რაჭა ლეჩხუმის/ქვემო სვანეთის რეგიონში ყველაზე დაბალი – 996.8 ლარია.
კომენტარის დატოვება