დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ახლა რაჭის ეროვნული პარკის რეინჯერები ტერიტორიას კვადროციკლებით პატრულირებენ. ტექნიკა შეძენილი იქნა კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) სახსრებით, რომელმაც სააგენტოსთან საგრანტო ხელშეკრულება გააფორმა. ხუთი წლის განმავლობაში CNF გამოყოფს, დაახლოებით, 4,3 მლნ ლარს ნაკრძალის განვითარებისთვის, სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებისა და აღჭურვილობის შესყიდვის ჩათვლით.
ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს პროფესიული გადამზადების კურსებს პარკის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. რაჭის ეროვნული პარკი შეიქმნა დასავლეთი საქართველოს ონის მუნიციპალიტეტში ორ წელზე ნაკლები ხნის წინ და მოიცავს, დაახლოებით, 51 ათასი ჰექტარის ფართობს.
კომენტარის დატოვება