ვალუტის ოფიციალური კურსი
Таблица обменных курсов
USD2.730.00%
Таблица обменных курсов
EUR2.88+0.36%

რაზე ხარჯავენ ტურისტები ფულს საქართველოში?

5 აგვისტო, 2024

 “საქსტატის” მონაცემების თანახმად, 2024 წლის მეორე კვარტალში უცხოელმა მოგზაურებმა საქართველოში 3 446,6 მლნ ლარი დახარჯეს. ყველაზე მეტი თანხა ტურისტებმა განთავსებაზე დახარჯეს – 1 210,9 მლნ ლარი. შემდეგ მოდის შოპინგი (964,4 მლნ ლარი), საკვები და სასმელი (646,5 მლნ ლარი), გართობა (319,9 მლნ ლარი), ტრანსპორტი (266,7 მლნ ლარი) და სხვა ხარჯები (38,3 მლნ ლარი).

 საანგარიშო პერიოდში უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა 1,2 მლნ ტურისტული ვიზიტი განახორციელეს, რაც 9,2%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. ტურისტების 18,8% ექსკურსანტი იყო. მოგზაურებს შორის იყო 40,6% ქალი და 59,4% მამაკაცი. ვიზიტორთა უმეტესობა 31-დან 50 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს განეკუთვნება (46,9%).

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.