სერვისების განვითარების ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საქართველოს 929 386 მოქალაქეს არ აქვს არც პასპორტი და არც პირადობის მოწმობა. აქედან 240 933 სრულწლოვანი პირია, ხოლო 688 393 – არასრულწლოვანი. პირადობის მოწმობა აქვს ქვეყნის 3 305 212 მოქალაქეს, ხოლო პასპორტი, რომელიც ქვეყნიდან გასვლის საშუალებას იძლევა – 447 794 მოქალაქეს.
საქართველოში მოქალაქეებს პირადობის მოწმობა პირველად 14 წლის ასაკში ეძლევათ. ელექტრონული პირადობის მოწმობები იძლევა ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების, პიროვნების ინტერნეტის საშუალებით იდენტიფიცირებისა და სომხეთსა და თურქეთში პასპორტის გარეშე გადასვლის საშუალებას.
კომენტარის დატოვება