კომპანიამ “ტერმინალი 1” “კუნძული ამბასადორ ბათუმი” ხელისუფლებისთვის ყალბი ინფორმაციის მიწოდებაში დაადანაშაულა და ბათუმში ხელოვნური კუნძულის შექმნის შეჩერება მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში მშენებლობამ შეიძლება, გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგები ბათუმის პორტის აკვატორიის უსაფრთხოებისთვის.
“ტერმინალი 1” იუწყება, რომ კუნძულის ტერიტორია ვრცელდება კომპანიის შესასვლელის, მანევრირებისა და მომავალი ნავთობტანკერების სადგომის ზონაზე, რაც არაგონივრულია ტურისტული ზონის შესაქმნელად. ასევე კუნძულის მხრიდან “ტერმინალი 1”-ის ნავსაბელისა და გემების შესასვლელის გზიდან იყრება ინერტული მასალები.
კომენტარის დატოვება