საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ირაკლი ქარქაშაძემ ვაზიანში ახალი აეროპორტის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავებაზე ორეტაპიანი ტენდერის გამოცხადების შესახებ განაცხადა, რომელიც 18 მილიონ მგზავრზე იქნება დათვლილი. მასში მონაწილეობა შეუძლია ყველა საავიაციო საკონსულტაციო კომპანიას. ტენდერში გამარჯვებულის დადგენა ივლისში იგეგმება.
ტენდერის პირველი ეტაპი ორ კვირას გასტანს, რა დროსაც კომპანიებს შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა დასჭირდებათ. მეორე ეტაპზე შერჩეული კომპანიებისგან მიღებული იქნება დეტალური ტექნიკური წინადადებები.
კომენტარის დატოვება